BTU AI-ის მიერ შექმნილი სტატიები „პალიტრა ჰოლდინგის“ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდება

BTU AI-ს ფარგლებში რეგულარულად მომზადდება სტატიები, რომლებიც „პალიტრა ჰოლდინგის“ საინფორმაციო სააგენტოების ipn.ge-სა და georgianjournal.ge-ს საშუალებით გავრცელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნური ინტელექტის მიერ იქმნება საგანმანათლებლო რესურსები, ანალიტიკური კვლევები, სილაბუსები, წიგნები, სტატიები და პუბლიკაციები, სატრენინგო და სასწავლო მასალა, აგრეთვე გრაფიკული ნამუშევრები და სხვა მრავალი პროდუქტი.

BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა. შესაბამისად, მრავალფეროვანი იქნება თემატიკა იმ სტატიებისაც, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შეიქმნება და Georgian Journal-ისა და Interpressnews-ის საშუალებით გავრცელდება.

ხელოვნური ინტელექტი სტატიების გენერირებისთვის უახლეს და რელევანტურ ინფორმაციას იყენებს. შესაბამისად, შექმნილი მასალები მკითხველს აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გაუზრდის.

BTU AI-ს მიერ შექმნილი სხვა მასალები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე ღია წვდომითაა ხელმისაწვდომი.

(R)

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს