პანკისის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა

პანკისის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და განმარტებას მოითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე. როგორც აქციაზე განაცხადეს, ბოლო შემთხვევის გამო გადაწყვიტეს პროტესტის გამოხატვა, რადგან, მათი ინფორმაციით, სამი დღეა ქუთაისის აეროპორტში იმყოფება 23 წლის გოგო, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთიდან ქმართან ბრუნდებოდა, თუმცა ქვეყანაში არ უშვებენ.

„თითქმის ერთი წელია ამ პრობლემამ მასობრივი სახე მიიღო. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ და ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემას უქმნიან. არც მიზეზი ვიცით და არც გვეუბნებიან. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, შემოუშვან ლეილა ქავთაროვა შვილთან ერთად ქვეყანაში და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ან გვითხრან მიზეზი. ჩვენი ხეობიდან ძალიან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნებაზე რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა?" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი ინფორმაციით, ლეილა ქავთაროვა წარმოშობით პანკისიდან არის, თუმცა ის ამ ეტაპზე რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეა.

ხეობელები საკითხის მოგვარებას ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დამცველსაც სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა