ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და  „ბავშვი და გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო იაშვილმა მოაწერეს.

მათი ცნობით, მემორანდუმის მიზანია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა, კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „ცენტრი“) შექმნა.

დავით კარგარეთელის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც აქტიურადაა ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

„მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანების ერთობლივად შესრულება მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს მომავალ თაობაზე ორიენტირებული” , - აღნიშნულია გარდაბნის მერიის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი