გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალურ გაზსადენზე მილსადენის დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა

გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალურ გაზსადენზე მილსადენის დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა

გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 16.0კმ -ზე მილსადენის დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა.

ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 16.0კმ -ზე მილსადენის დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.

გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში, აღდენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.