საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა

საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია კომუნა შეიქმნა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მათ ინტერესებსა და მოთხონებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ კომპლექსებს. ის 2023 წელს შეიქმნა.

კომპანიის მიზანია შექმნას საცხოვრებელი, მრავალფუნქციური თუ სააგარაკე სივრცეები, რომელიც ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის დამახასიათებელ ცხოვრების სტილს მიესადაგება და ყოველმხრივ მოერგება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.

კომპანიის დამფუძნებლებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დეველოპერულ საქმიანობაში. სწორედ ამ გამოცდილების, ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით შეიქმნა დეველოპერული კომპანია კომუნა, რომლისთვისაც მისი მაცხოვრებლების ინტერესები და მოთხოვნები ამოსავალი წერტილია.

კომუნა მათ ინტერესებს არგებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ სახლს, არამედ მთელ გარემოს. ბრენდის სლოგანიც ამ იდეას ეხმიანება - „ის, რაც ყოველთვის გინდოდა“. ის არ სთავაზობს მომხმარებლებს ცხოვრების სტილის შეცვლას, ან რაიმე მოცემულობაზე მორგებას. პირიქით, კომუნა ქმნის სივრცეს, რომელიც ერგება ადამიანების სრულფასოვანი ცხოვრების იდეალს, კომფორტის ზონას თუ საყვარელ საქმიანობას.

კომუნა შესაძლებლობების ბრენდია. ის ადამიანებს აძლევს საშუალებას რეალობად აქციონ საკუთარი იდეალური ცხოვრების ჩანაფიქრი და გახდნენ საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლოს სრულფასოვანი წევრი.

კომუნა 2023 წლის განმავლობაში სამ პროექტს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე: „კომუნა ნატახტარი“, „კომუნა წეროვანი“ და „კომუნა მცხეთა“. სამივე პროექტი მაქსიმალურადაა მორგებული იდეალური ცხოვრების წარმოდგენას - იცხოვრო კომფორტულ, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ ადგილას, სუფთა ჰაერზე და ამავდროულად არ იგრძნო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გართობის დანაკლისი. პროექტები საინვესტიციოდაც ძალიან მიმზიდველია.

„კომუნა ნატახტარი“ - მდებარეობს ნატახტარში. 1.3 ჰექტარზე განთვსებულია 28 ინდივიდუალური სახლი და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის განკუთვნილ საერთო სარეკრეაციო სივრცე. 12 სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. დასრულება კი 2024 წლის ივნისშია დაგეგმილი. სარეკრეაციო სივრცე აერთიანებს, საცურაო აუზს, კაფეს, ბავშვების გასართობ ადგილს, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, საუნას/სპას, მაღაზიას. ტერიტორია შემსაზღვრულია და ითვალისწინებს დაცვისა და კონსიერჟის 24 საათიან მომსახურებას.

„კომუნა წეროვანი“ - პროექტის მშენებლობა იწყება 2023 წლის მარტში, დასრულება კი 2024 წლის მაისშია დაგეგმილი. წეროვანში მდებარე პროექტი განთავსებულია 2 ჰექტარზე და მოიცავს 6 ინდივიდუალურ სახლს, სადაც ყველაფერია მფლობელების სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

„კომუნა მცხეთა“, რომელიც 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყება, აგრეთვე ინდივიდუალურ სახლებს შესთავაზებს მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის სიახლოვეს ცხოვრება სრულ კომფორტში.

www.komunna.ge

598 05 02 02

598 04 02 02

(R)

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება