ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახლისათვის სახურავი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახლისათვის სახურავი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდა ამისა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ოჯახს გაეწია ფულადი დახმარება 5 000 ლარის ოდენობით.

„რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, მოადგილე ლევან ზალკალიანთან, რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილესთან ილია კენჭაძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახს სახლისათვის სახურავი ბიზნესმენ- ზურაბ სამსონაძის, ხოლო პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სასურსათო პროდუქტები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით გადასცეს. გარდა ამისა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ოჯახს გაეწია ფულადი დახმარება 5 000 ლარის ოდენობით. 27 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში, ენგუში ლიპარტელიანის 8 სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაიწვა საცხოვრებელი სახლი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს