„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე ბრიუსელში, შარლ მიშელის ოფისში შეხვედრა გამართეს

სამი ოპოზიციური პარტია სტრასბურგის შემდეგ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს. „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა შეხვედრა უკვე გამართეს შარლ მიშელის ოფისთან. პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე იგეგმება ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან და 12 რეკომენდაციაზე მომუშავე ჯგუფებთან შეხვედრა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, დაგეგმილ შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები იქნება.

„სამი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს დღეს, ეს არის შარლ მიშელის ოფისთან, ევროკავშირის საგარეო ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საქართველოს საკითხებზე და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის „დიჯინეარი“, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზე მუშაობს და ანგარიშებს ამზადებს 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეხვედრებზე არის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იყოს სიცხადე რეფორმების თვალსაზრისით, რომ ეს თაღლითობა, მოტყუება, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, არ გაუვიდეს. ჩვენ ხომ ვხედავთ, როცა მკაფიოა, რა არის გასაკეთებელი, მათაც ხალხის ძალისხმევით უწევთ ამის გაკეთება. ამ მექანიზმის მოქოქვას ვცდილობთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რუსული სცენარი საქართველოში არ განხორციელდეს, რისი გაკეთებაც „ქართულ ოცნებას“ უნდა“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში მცხოვრები ქართველებისთვის
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება