ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარეს მოწმეები და ექსპერტები ჰყავს წარმოდგენილი.

დღეს გამოიკითხა შსს-ს ექსპერტი გიორგი ტაბატაძე, რომელმაც ოდოროლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა. მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სკამიდან, ასევე, ავტომობილებიდან, რომლითაც თავდამსხმელი ბანკში მივიდა და ბანკი დატოვა, აღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბადრი ესებუას სუნის ნიმუშებთან.

ტაბატაძის განმარტებით, ბადრი ესებუას სუნის ნიმუში 28 თებერვალს ბათუმის ციხეში აუღეს და მას დაცვის მხარე ესწრებოდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის