ნოდარ ხარშილაძე - „ქართულმა ოცნებამ“ სახე დაკარგა თავისი ამომრჩევლის დიდ ნაწილში

„ქართულმა ოცნებამ“ სახე დაკარგა თავისი ამომრჩევლის დიდ ნაწილში, სახელმწიფო უწყებებში ვინც მუშაობენ, ამბობენ, რომ ქვეყანა რომ დაიქცეს, სულ რომ ვიცოდე, ხვალ სამსახურს ვკარგავ, მაგათ ხმას არ მივცემო, - ამის შესახებ „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიისთვის ტვირთი გახდა და მისი ადგილი „ხალხის ძალაშია“.

„კობახიძე გახდა ტვირთი, ის ტვირთია „ქართული ოცნების“ შიგნით, მაგრამ მას თუ გადაიყვანს ბიძინა ივანიშვილი "ხალხის ძალის" ლიდერად, ტვირთიდან კობახიძე გადაიქცევა რესურსად იმიტომ, რომ ნორმალური ხალხისთვის ის თუ არაა სასურველი, არის სამწუხაროდ ისეთი ხალხი, ვინც „ხალხის ძალას“ მხარს უჭერს და იმათთვის გმირია. როგორ არის გმირი? დაეჯახა სოროსს, ვერ აჯობა ამ ეტაპზე, მაგრამ "კაი ბიჭია", ებრძვის... მოკლედ, მაგის ადგილი მანდაა ჩემი რწმენით. თუმცა, ამ მიტინგებმა აჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხტი არის ძალიან მაღალი, განსაკუთრებით ევროკავშირის. ევროკავშირი კარგი რატომაა ნებისმიერი გეტყვით ქუჩაში: დაწყებული ლეგალური დასაქმებით, უვიზო რეჟიმი, კარგი განათლება, ადამიანი როდესაც არა მარტო ფასეულობებით, არამედ პრაგმატულადაც დაინტერესებულია, ეს ბევრად უფრო დიდ მუხტს აძლევს. ამიტომ ამათ ახლა სასწრაფოდ უნდა შექმნან „ევროპული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არის ცენტრში, მარჯვნივ აქვს საკმაოდ რადიკალური და შავ-ბნელი „ხალხის ძალა“ და აუცილებლად სჭირდება მარცხნივ ლიბერალური ფლანგი“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს