ინალ არძინბა - აფხაზური მხარე მზად არის ჟენევის დისკუსიებისთვის და იმედოვნებს, რომ ის ცალმხრივად ისევ არ გადაიდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მზად არიან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის, რომელიც 4-5 აპრილს დაიგეგმა.

„მომდევნო ტურისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივად გადატანა და არ იქნება არანაირი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების აღების კუთხით. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებაზე“, - განაცხადა მან.

არძინბას თქმით, "აფხაზური მხარე მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან"".

21-22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლაზე. მსგავსი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოაცხადეს.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს