რუსთავში ახალ რეკრეაციულ სივრცეში გამწვანების აქცია გაიმართა

შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრო რაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკოაქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „რუსთავსერვის ცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქალაქში რა თქმა უნდა აქტუალურია საკითხი, რომელიც გამწვანებას ეხება. დღეს ერთ-ერთ უბანში შევიკრიბეთ, სადაც ახალი საზოგადოებრივ-გასართობი სივრცეები მოვაწყვეთ ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთან ერთად დავგეგმეთ დღევანდელი გამწვანების აქციაც“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აქციის ფარგლებში, მე-15 მიკრო რაიონის N13-ის მიმდებარედ მოწყობილ ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეში, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგა.

„რუსთავს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. აღნიშნული ეკოპროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით. დღეს სწორედ მათი ჩართულობით შედგა ეს ლამაზი დღე და ერთად დავრგეთ ხე-მცენარეები“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი მინი სკვერი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოეწყო. ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და დასასვენებელი სივცე.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს