გიული ალასანია - პოლონელი ექიმები ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ვერ ჩამოდიან - როგორც ჩანს, ნებართვა არ აქვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოსასვლელად მზად არიან.

მისი ვარაუდით, პოლონელ ექიმებს ნებართვა არ აქვთ, რის გამოც ისინი ამ დრომდე საქართველოში „ვერ ჩამოდიან.“

“სამწუხაროდ, პოლონელი ექიმების ბევრი არაფერი არ ვიცი. ვიცი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. როგორც ჩანს, მათ ნებართვა არ აქვთ, თორემ ამდენი ხანი ხომ ჩამოვიდოდნენ. იქიდან ყველანაირი მზადყოფნა იყო, ფოტიგა იგივეს ლაპარაკობდა, სტრასბურგში ვიყავით და ყველა იმავეს გვეუბნებოდა. ფაქტია, რომ ეს ექიმები ვერ ჩამოდიან“, - განაცხადა ალასანიამ.

ამ წუთებში გიული ალასანია ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედშია“ შესული.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
გიული ალასანია - პოლონელი ექიმები ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ვერ ჩამოდიან - როგორც ჩანს, ნებართვა არ აქვთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოსასვლელად მზად არიან.

მისი ვარაუდით, პოლონელ ექიმებს ნებართვა არ აქვთ, რის გამოც ისინი ამ დრომდე საქართველოში „ვერ ჩამოდიან.“

“სამწუხაროდ, პოლონელი ექიმების ბევრი არაფერი არ ვიცი. ვიცი, რომ უნდა ჩამოსულიყვნენ, ჩემთვის ცნობილია, რომ ისინი ჩამოსასვლელად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან. როგორც ჩანს, მათ ნებართვა არ აქვთ, თორემ ამდენი ხანი ხომ ჩამოვიდოდნენ. იქიდან ყველანაირი მზადყოფნა იყო, ფოტიგა იგივეს ლაპარაკობდა, სტრასბურგში ვიყავით და ყველა იმავეს გვეუბნებოდა. ფაქტია, რომ ეს ექიმები ვერ ჩამოდიან“, - განაცხადა ალასანიამ.

ამ წუთებში გიული ალასანია ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედშია“ შესული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს