გია ვოლსკი - დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი კომპონენტი, რაც არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება - ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი სჭირდება - ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ „ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“.

„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას. ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორისაა ექიმების ჩამოყვანა. არათუ პოლონეთიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, ამის თაობაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც „ხაბეიშვილებს“ გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა. ეს არის მთელი ზღაპარი, რომელიც მოიგონეს და ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფს შესვლის უფლება მისცენ. როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ