ქვემო ქართლის რეგიონში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო

ქალაქ გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი" აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული კუთხე, ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.

„დღეს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი განახლების, ახლის საწყისის და იმედების დღესასწაულია. მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს.

ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს", - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

გარდაბნის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც სიმბოლურად ცეცხლის ანთების ცერემონიალი გაიმართა.

„ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ახალი წლის დღესასწაულია. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში არის მწვანე ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები და ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება, - ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო