ირაკლი ნადირაძე - რომელ მინისტრს სად გადაანაცვლებენ, ამით არაფერი შეიცვლება- რუსული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას განათლების მინისტრის შეცვლა სურს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ „სტუდენტებზე კონტროლის დამყარება სურთ, რაც არ გამოუვათ“.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რომელ მინისტრს სად გადაანაცვლებენ, ამით არაფერი შეიცვლება. რუსული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი რჩება ქვეყანაში. მარტო ის ფაქტი, რომ უნდათ განათლების მინისტრის შეცვლა, ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ძალიან არ მოეწონათ სტუდენტი ახალგაზრდობის აქტიურობა ამ ქვეყანაში და უნდათ, რომ დაამყარონ, რაც შეიძლება მეტი კონტროლი სტუდენტებზე და ახალგაზრდებზე, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, ვინც არ უნდა დანიშნონ მათ საკონტროლებლად," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილს კი თეა წულუკიანი.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება