გიორგი ცაგარეიშვილი - საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის

„ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს.

ამ კონტექსტში ცაგარეიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პარლამენტიდან გასული დეპუტატის ნაცვლად, პარლამენტში მათი ადგილმონაცვლე შევა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.

„დანარჩენი კოლეგების განცხადებები მედიის საშუალებით გავიგე, ამის იქით დეტალები არ ვიცი. სავარაუდოდ, უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერები ამ საკითხს კოლეგებთან განიხილავენ.

საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ, სიის შემდგომი წევრი შემოდის. როგორც მახსოვს, დავით სერგეენკოს გარდა, სხვა პარტიის საარჩევნო სიით არის შემოსული. თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე შუალედური არჩევნების ჩატარება მოგვიწევს.

ნებისმიერი ადამიანის წასვლა სასიამოვნო მოვლენა არ არის, რადგან საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ერთად", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ცაგარეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს ტოვებენ და მანდატზე უარს ამბობენ ირაკლი კოვზანაძე, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის