გიორგი ვაშაძე - დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა - გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის

დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა - მხოლოდ პარლამენტიდან გასვლა ვერ გაასუფთავებს ამ ადამიანების თანამონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებაში" რღვევისა და ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" დეპუტატები პასუხისმგებლობას კი არ უნდა გაექცნენ, არამედ პარლამენტში უნდა დარჩნენ და მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ არ არიან "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის მხარეს.

"დეპუტატის მანდატის დატოვება არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩამოშლილია "ქართული ოცნება" ძალიან კარგია და მივესალმები ამას. ყველას, ვისაც აქვს მანდატი, უნდა შეინარჩუნოს და ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის რეალიზება მოახდინოს - დაუპირისპირდეს რუსეთისგან მომავალ გადაწყვეტილებებს და რეალურად ხალხს რაც უნდა, ის აკეთოს პარლამენტში. გაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გაკეთილშობილდებიან ეს ადამიანები. გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის," - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება განათლების მინისტრის ცვლილებას, ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.

„მშიშარა და ჩამოშლის პირას მყოფი "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება ახალგაზრდებს ან საგანმანათლებლო წრეებს და ამით რამეს გამოასწორებს. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ვიდრე ბატონი ამილახვარი დეპუტატი გახდებოდა, "ნაცმოძრაობის" გულშემატკივარი იყო და ახლა ფიქრობს, რომ მინისტრის პორტფოლიოში გადაბარგებით რამე პერსონალურ ბენეფიტს მიიღებს. ყველა ადამიანი, ვინც რუსული რეჟიმის დავალებებს შეასრულებს, სამწუხაროდ, ცხოვრების ბოლომდე მძიმე დაღის მატარებელი იქნება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი ვაშაძე - დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა - გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის

დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა - მხოლოდ პარლამენტიდან გასვლა ვერ გაასუფთავებს ამ ადამიანების თანამონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს, რომ "ქართულ ოცნებაში" რღვევისა და ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" დეპუტატები პასუხისმგებლობას კი არ უნდა გაექცნენ, არამედ პარლამენტში უნდა დარჩნენ და მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ არ არიან "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის მხარეს.

"დეპუტატის მანდატის დატოვება არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩამოშლილია "ქართული ოცნება" ძალიან კარგია და მივესალმები ამას. ყველას, ვისაც აქვს მანდატი, უნდა შეინარჩუნოს და ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის რეალიზება მოახდინოს - დაუპირისპირდეს რუსეთისგან მომავალ გადაწყვეტილებებს და რეალურად ხალხს რაც უნდა, ის აკეთოს პარლამენტში. გაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გაკეთილშობილდებიან ეს ადამიანები. გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის," - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება განათლების მინისტრის ცვლილებას, ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.

„მშიშარა და ჩამოშლის პირას მყოფი "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება ახალგაზრდებს ან საგანმანათლებლო წრეებს და ამით რამეს გამოასწორებს. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ვიდრე ბატონი ამილახვარი დეპუტატი გახდებოდა, "ნაცმოძრაობის" გულშემატკივარი იყო და ახლა ფიქრობს, რომ მინისტრის პორტფოლიოში გადაბარგებით რამე პერსონალურ ბენეფიტს მიიღებს. ყველა ადამიანი, ვინც რუსული რეჟიმის დავალებებს შეასრულებს, სამწუხაროდ, ცხოვრების ბოლომდე მძიმე დაღის მატარებელი იქნება,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი