ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია

ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სავარაუდო შედეგებსა და კიევის მოლოდინებზე „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.

- ბატონო ვიტალი, ჩინეთის პრეზიდენტი სი მალე მოსკოვში ჩაფრინდება და უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

ამ ვიზიტის შედეგებზე ახლა ბევრი საუბრობს, თქვენი დაკვირვებით ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის წინ რა მოლოდინებია კიევში?

- კიევში ელოდებიან იმას, რომ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტს ონლაინ საუბარი ექნება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ჩინეთის 12 პუნქტიანი წინადადებები მშვიდობისათვის უკრაინაში, რბილად რომ ვთქვათ, ის არ არის, რაც უკრაინას უნდა, რადგან ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემთხვევა. ამის შესახებ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ არა ერთხელ განაცხადა, მაგრამ, კიევში აკვირდებიან ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს მოსკოვში.

საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობით ჩინეთის ცდილობს თავისი გავლენის გაზრდას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როცა უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის გააქტიურებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა საუბარი შეიძლება იყოს საკუთრივ ჩინეთის ინტერესებზე და არა რუსეთის ინტერესებზე

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ჩინეთის მოდერატორობა იმითაცაა განპირობებული, რომ პეკინმა დადებითი როლი ითამაშა 2014 წელს ირანსა და საუდის არაბეთს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში.

ცხადია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ამგვარი აქტიურობით ჩინეთის ცდილობს თავისი გავლენის გაზრდას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როცა უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის გააქტიურებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა საუბარი შეიძლება იყოს საკუთრივ ჩინეთის ინტერესებზე და არა რუსეთის ინტერესებზე.

- ჩინეთი კი საუბრობს მშვიდობაზე უკრაინაში, ასევე უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ იმავდროულად პეკინის 12 პუნქტიანი გეგმით, მშვიდობა უკრაინაში გულისხმობს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნას.

იმის ფონზე, რომ უკრაინა ერთ წელზე მეტია იბრძვის რუსეთთან, ძნელი წარმოსადგენია რომ კიევი მოვლენათა ჩინური სცენარით განვითარებაზე დათანხმდეს...

- დიახ, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთი იმ ტერიტორიებს, სადაც ახლა რუსული ჯარები დგანან, უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით, ჩინურ სამშვიდობო წინადადებებში მართლაც არსებობს ისეთი პოზიციები, რომელიც არანაირად არ პასუხობს უკრაინის ინტერესებს.

ჩინურ სამშვიდობო წინადადებებში მართლაც არსებობს ისეთი პოზიციები, რომელიც არანაირად არ პასუხობს უკრაინის ინტერესებს

თუ ჩინეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ასეთ შემთხვევაში რუსეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს უკრაინის იმ საზღვრებიდან, რომელიც თავად რუსეთმა 1991 წელს აღიარა.

- თქვენი აზრით, ჰააგის სისხლის სამართლის გადაწყვეტილება პუტინისათვის ორდერის გაცემაზე რა გავლენას იქონიებს პეკინის სამშვიდობო ინიციატივების პერსპექტივაზე?

- ჩემი აზრით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებამ პუტინზე ორდერის გამოწერის შესახებ, რუსეთს პრეზიდენტი გარიყულის ვითარებაში ჩააყენა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არაა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც მიერთებულია ჰააგის სისხლის სამართლის სტატუტს.

მაგრამ, ასეთ ფონზე პრეზიდენტ სის ვიზიტი მოსკოვში კიდევ უფრო ამყარებს ჩემს მოსაზრებას, რომ იგი რუსეთში საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის პოზიციების გასაძლიერებლად მიდის.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს არა აქვს დარჩენილი სივრცე მანევრებისთვის, არც ისე ბევრი ქვეყნის პრეზიდენტები არსებობენ, რომელთანაც მას შეიძლება ჰქონდეს კონტაქტები, ეს სიტუაცია ჩინეთის პრეზიდენტს აძლევს მეტ შესაძლებლობას მაქსიმალურად მეტი მიიღოს რუსეთისგან.

იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს არა აქვს დარჩენილი სივრცე მანევრებისთვის, არც ისე ბევრი ქვეყნის პრეზიდენტები არსებობენ, რომელთანაც მას შეიძლება ჰქონდეს კონტაქტები, ეს სიტუაცია ჩინეთის პრეზიდენტს აძლევს მეტ შესაძლებლობას მაქსიმალურად მეტი მიიღოს რუსეთისგან

- ბრძანეთ, რომ პრეზიდენტ სის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ კავშირი ექნება პრეზიდენტ ზელენსკისთან. თქვენი აზრით, პრეზიდენტი სი პრეზიდენტ ზელენსკი მოსკოვიდან დაუკავშირდება თუ პეკინიდან?

- ამის შესახებ ინფორმაცია მართლაც ჯერ არსად გაჟღერებულა. რადგან ჩინეთმა გადაწყვიტა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით თავისი წინადადებები დაეფიქსირებინა, ფაქტია, რომ ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბარი უნდა შედგეს.

არ გამოვრიცხავ, სი-სა და ზელენსკის ონლაინ საუბარი პუტინსა და სის შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართოს. ვნახოთ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთმა გააგრძელოს რუსეთის დახმარება.

საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ჩინეთი ახლაც ეხმარება რუსეთს. შესაძლოა ისე არა, როგორც ეს მოსკოვს უნდა, მაგრამ მაინც...

- ძნელია იმის თქმა, თუ რა დოზით ეხმარება ჩინეთი უკრაინას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთი, ირანი და რუსეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ ომანის ყურეში.

ვფიქრობ, პეკინი რუსეთთან და ირანთან ამ ტიპის ურთიერთობებს მანამდე გააგრძელებს, სანამ ვაშინგტონი და პეკინი არ მოილაპარაკებენ თამაშის იმ წესებზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი თანამედროვე მსოფლიო. დღევანდელ მსოფლიოში სამი ძირითადი მოთამაშეა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

ჩინეთის გააქტიურების ფონზე ვხედავთ, რომ ვაშინგტონი ახლა აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ასპარეზზე ინდოეთის გაძლიერებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი და პეკინი ვერ ახერხებენ პოზიციების შეთანხმებას თემაზე თანამედროვე მსოფლიოში თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ვაშინგტონმა და პეკინმა.

ჩინეთის გააქტიურების ფონზე ვხედავთ, რომ ვაშინგტონი ახლა აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ასპარეზზე ინდოეთის გაძლიერებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონი და პეკინი ვერ ახერხებენ პოზიციების შეთანხმებას თემაზე თანამედროვე მსოფლიოში თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ვაშინგტონმა და პეკინმა

ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს სერიოზულად ადევნებენ თვალს ვაშინგტონიდან და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებშიც

- გასაგებია, რომ ჩინეთი დიდი და გავლენიანი ქვეყანაა, მაგრამ, ვითარებაში, როცა პეკინი აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან და ირანთან სამხედრო სფეროში, საკითხავი ისაა, რა მიზეზების გამო გაუჩნდა ჩინეთს სურვილი იყოს მოდერატორი უკრაინა-რუსეთის ომში?

- როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, ჩემი აზრით, უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე პეკინის სამშვიდობო ინიციატივები სხვა არაფერია თუ არა საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის პოზიციების გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმა. გასაგებია, რომ ახლა მას მეტი შანსი აქვს მეტი მიიღოს რუსეთისაგან.

ჩინური წინადადებები კიევისთვის მიუღებელია. იმ ინფორმაციების ფონზე, რომ ჩინეთი სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით აწვდის რუსეთს სამხედრო ტექნიკას, კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა