21-22 მარტს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 21 მარტის 23:00 სთ-დან 22 მარტის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 22 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის