ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა. მისი განმარტებით, ასეთი მოთხოვნის შესვლის შემთხვევაში უწყება მას ოპერატიულად განიხილავს და შესაბამისის დოკუმენტაციის არსებობის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრო დასტურს გასცემს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბევრჯერ განვაცხადე, რომ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი და ის კლინიკა, სადაც ის იმყოფება, საკმაოდ კვალიფიციური ექიმების დახმარებით მკურნალობის პროცესს სრულად მართავენ. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პრობლემა არ უნდა იყოს.

ჩვენი კომპეტენციაა შესაბამისი საექიმო საქმიანობის ნებართვების გაცემა. ამ მომენტისთვის გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არანაირი განაცხადი შემოსული არ არის. თუ შემოვა, ძალიან ოპერატიულად, როგორც ეს წინა შემთხვევებში იყო, განვიხილავთ და თუ არის შესაბამისი დოკუმენტაცია და კვალიფიკაცია ამ დასტურს ჩვენი სამინისტრო გასცემს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც მინისტრმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არანაირი აქცია არაა საჭირო.

„თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს. მოვიწვევთ იმ საბჭოს, სადაც უნდა გავიდეს ეს საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესრიგშია, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი: შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, განიხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაღებად გააქვთ. არც განაცხადი და არც დოკუმენტაცია შემოსულა და არ ვიცი, რა აქციაა არ მესმის“, - განაცხადა აზარაშვილმა

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს