TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა

TNET 10 პლატფორმისა და 5 მობილური აპლიკაციისაგან შემდგარი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომლის მისია სხვადასხვა ინოვაციური სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით ადამიანების ყოველდღიურობის გამარტივებაა.

TNET მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების დანერგვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე. სწორედ ამიტომ, კომპანიამ თავისი მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად პირველი ქართული სუპერ აპი შექმნა.

აპლიკაციის წარდგენას თინეთის პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, პოტენციური სტრატეგიული პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები დაესწრნენ, სადაც მიწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირველები გაცნობოდნენ იმ ფუნქციონალებსა და გეგმებს, რასაც სუპერ აპი მომხმარებლებსა და ბიზნესებს შესთავაზებს.

პირველ ეტაპზე, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

  • სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიების ბილეთის შეძენა;
  • სხვადასხვა ნივთის შეძენა (online shopping);
  • ფასდაკლებებით სარგებლობა საქართველოში მდებარე სასტუმროებში;
  • სხვადასხვა აქტივობისათვის განკუთვნილი ფასდაკლების ვაუჩერების შეძენა;
  • მობილურის შევსება.

რაც მთავარია, თინეთის სუპერ აპი მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაცია იქნება და უკუკავშირის დატოვების სპეციალურად გამოყოფილი ფუნქციონალის წყალობით, კომპანია საკუთარი სერვისებისა და მომსახურების მაქსიმალურად გაუმჯობესებას შეძლებს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, სჯერათ, რომ შეუქცევადი წარმატების საწინდარი სწორედ მომხმარებლები არიან, ამიტომაც მათთვის უმთავრესია ადამიანების კმაყოფილება.

გარდა სუპერ არის ფუნქციური ღირებულებებისა, პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს აპლიკაციაზე მუშაობის ტექნიკური და დიზაინ პროცესი, UX და სამომავლო გეგმები.

უახლოეს მომავალში, TNET სუპერ აპის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას გეგმავს, რაც აპლიკაციაში ახალი სერვისებისა და მომსახურების ინტეგრირებით გამოიხატება.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, უახლოეს მომავალში აპლიკაციას საჭმლის გამოძახების სერვისი და ფარმაცია დაემატება.

რაც შეეხება კომპანიის გრძელვადიან გეგმებს, რომლის იმპლემენტაციასაც, სავარაუდოდ, 1-დან 3-წლამდე დასჭირდება, სუპერ აპი მომხმარებლებს ისეთ მომსახურებებსა და სერვისებს შესთავაზებს, როგორიცაა:

  • ავტომობილის ქირაობა;
  • კრიპტოვალუტის მიმოცვლა;
  • საჯარო და სამთავრობო სერვისები;
  • ფინანსური მომსახურებები: განვადება, BNPL და სხვა.

რაც შეეხება აპლიკაციის ამჟამინდელ ვერსიას, მომხმარებლებს სუპერ აპის ბეტა ვერსიის ჩამოტვირთვა ანდროიდ სისტემების შემთხვევაში Play Store-ის, ხოლო IOS სისტემისათვის App Store-ის საშუალებით შეუძლიათ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა