Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი

Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც სტუმრებთან კომუნიკაციას NFT პლატფორმის საშუალებითაც დაამყარებს და მათთვის ექსკლუზიურ კლუბს შექმნის.

სასტუმროს 77 ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშველოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს. სწორედ ეს ნამუშევრები განთავსდა პლატფორმა Enefty-ზე.

მოცემულ პლატფორმაზე მსურველებს საშუალება ექნებათ შეიძინონ საწევრო ბარათები NFT ნამუშევრების სახით და შემდგომში, ჩვენს სასტუმროში ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით.

Enefty ბერლინში შექმნილი სტარტაპია, რომელიც ხელს უწყობს ბრენდებს გამოიყენონ ინოვაციური ბლოქჩეინ ტექნოლოგია რათა მარტივად შექმნან ლოიალობის პროგრამები და გაზარდონ მომხმარებლის ჩართულობა ბრენდის აქტივობებში. Enefty-მ წარმატებით განახორციელა მსგავსი პროექტი გერმანიაში. პროდუქტს აქტიურად იყენებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა Starbucks, Nike და ა.შ.

„ჩვენ მოხარული ვართ Golden Tulip Design Tbilisi-თან თანამშრომლობით და გვჯერა, რომ ლოიალობისა და საწევრო პროგრამების მომავალი მდგომარეობს ბლოკჩეინში რომელიც არის შესანიშნავი საშუალება სტუმრების ჩართულობის და გამოცდილების გასაუმჯობესებლად“, - ამბობს გიორგი ჯაშიაშვილი, Enefty-ის აღმასრულებელი დირექტორი.

„სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi ეხმიანება ბრენდის კონცეფციას და განაგრძობს სტუმარმასპინძლობის ბაზარზე ინოვაციური, ულტრათანამედროვე მიდგომების დანერგვას. ჩვენი სასტუმროს ლობი საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც განთავსებულია ციფრული არტის გალერეა. აქ ჩვენ მუდმივად გვაქვს NFT არტების ექსპოზიცია. რაც შეეხება ამ ახალ პროექტს, ჩვენ Enefty პლატფორმაზე ვქმნით ექსკლუზიურ კლუბს, რომლის წევრები სხვადასხვა სახის ბენეფიტს მიიღებენ ჩვენს სასტუმროში.“ - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ელენე ოთარაშვილი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო