აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, ბრანდენბურგში, სამმხრივ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძის, მარინე გვიანიძისა და ლაშა სირაბიძის შემადგენლობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრანდენბურგის ლანდტაგისა და პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივ კონფერენციაში მონაწილეობდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კონფერენციაზე, მხარეებმა პარტნიორ რეგიონებთან თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და სამმხრივი თანამშრომლობის განაცხადს ხელი მოაწერეს.

მათივე ცნობით, კონფერენციის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და დელეგაციის წევრებს ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის პრეზიდენტმა, ულრიკე ლიდკემ უმასპინძლა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა