ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა, რომლის მშენებლობა „ქუთაისის მყარი ნარჩენები ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანის მიმდებარედაა დაგეგმილი.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალ ობიექტზე გამოყენებული იქნება ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები.

„ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას. აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებული ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დახურვა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა იმერეთის მხარის რწმუნებულ, ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მერ გენადი ბალანჩივაძესთან პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა; სადაც გიორგი შუხოშვილმა შეხვედრის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე გარემოსდაცვით მიმართულებებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებზე.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში”, - აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა