„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

„გორგიამ“ სომხეთში ყველაზე დიდ სამშენებლო-სარემონტო მასალების რიგით მეცხრამეტე გამოფენაში - "Caucasus Building & Reconstruction EXPO“ - მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა ოფიციალურად გახსნა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა - ვაჰან კერობიანმა. მან ასევე მოინახულა „გორგიას“ შვილობილი კომპანიის - „ანთა არმენიას“ სტენდი, გაეცნო კომპანიასა და წარმოდგენილ პროდუქციას.

„გამოფენაზე ჩვენი მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო გაფართოება და პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება. „ანთა არმენიას“ საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენაც ამის ნათელი მაგალითია და კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება”,- აცხადებენ გორგიაში.

აღსანიშნავია, რომ „ანთა არმენიას “ პროდუქციამ გამოფენის ვიზიტორებში დიდი ინტერესი გამოიწვია და კომპანიის არსებულ სტენდს ასეულობით ვიზიტორი ესტუმრა.

"Caucasus Building & Reconstruction EXPO-ზე“ მონაწილეობას იღებდა 150-მდე კომპანია, 9 სხვადასხვა ქვეყნიდან.

(R)

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“