ირაკლი კობახიძე - დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და მე აბსოლუტურად მესმის

დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის" მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და მე აბსოლუტურად მესმის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ "სქრინს", რომლის თანახმად უმრავლესობის დეპუტატი ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს მოქალაქეს.

„მე რამდენადაც ვიცი, სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა. რაც შეეხება ზოგადად მუქარას და ბულინგს, შეგახსენებთ, რომ ლიბერალურ - ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, არის ინიცირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და დიმიტრი სამხარაძემ წარსულში აქციის მონაწილეებსაც მიაყენა შეურაცხყოფა, კობახიძე ამბობს, რომ სამხარაძის ესმის.

"დიტო სამხარაძეს აქვს თავის დამოკიდებულება "ნაცმოძრაობის" მიმართ, რასაც აქვს თავის საფუძველი, მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის. საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა წამებით, ბიზნესის რეკეტით, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთს ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი, შეიჭრა "იმედში", მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზება შეძლო თავის დროზე,"- განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, კონკრეტული პირის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველ მიმოწერასთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელში მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი.

სამხარაძე აღნიშნულს „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და მათ „ფაშისტ ლიბერალებს“ უწოდებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს