ქუთაისის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნეს

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან ერთად აღნიშნეს.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობის წევრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ყოველწლიურად, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ერთიანდება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. დღეს ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს შევხვდით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევუქმნათ მათ განვითარებისთვის საჭირო პირობები და ინკლუზიური გარემო.

ეს პატარები, თავიანთ თანატოლებთან ერთად, უნდა გაიზარდონ მშვიდობიან და ბავშვისადმი კეთილგანწყობილ სამყაროში.

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის