ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრ, ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უკმაყოფილება გამოთქვა „ტვ პირველის“ მიერ მისი სიძის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე და აღნიშნა, რომ მისი დის ოჯახს "მიუვარდნენ, ხოლო სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს სულ ზარქუას სიძე ეძახეს“.

ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე.

„ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები.... რას აპირებდით ამ კანონის (ე.წ. აგენტების შესახებ კანონის) შემოტანით?“- მიმართა ზარქუას დეკანოიძემ.

ამ პროცესში ხატია დეკანოიძეს რეპლიკის სახით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„20 წელია არ დაასვენეთ ეს ქვეყანა...“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შემდეგ ხატია დეკანოიძეს „ხალხის ძალის“ წევრმაც მიმართა და სხდომათა დარბაზიდან გასვლისკენ მიუთითა.

„ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“, - მიმართა ირაკლი-დაჩი ბერაიამ ხატია დეკანოიძეს.

თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ მას „საერთოდ ხმა არ აქვს ამოსაღები“.

„როგორ მელაპარაკები? შენ ვის მორალზე ლაპარაკობ, საერთოდ?!“- უპასუხა ხატია დეკანოიძემ.

ამ კამათის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეკანოიძეს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა შეახსენა.

„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ. ნუ უშლით ხელს სხდომას“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს. თავის მხრივ, დეპუტატმა პაპუაშვილს განუმარტა, რომ ის ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სხდომას ესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომელიც თანაფრაქციელებისგან განსხვავებით პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტში არ არის.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს