გიგა ბოკერია - ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ამ მომენტში გულის მოგება გააზრების გარეშე - ვადამდელ არჩევნებს ვემხრობოდი ორი წლის წინ

ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ამ მომენტში გულის მოგება გააზრების გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებს ემხრობოდა ორი წლის წინ.

„არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - პოლიტიკურ პარტიებზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. შეიძლება მოხდეს მოვლენები, როდესაც საზოგადოება ამ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არჩევნებისთვის, როცა ის დადგება. მინიმუმ 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც. ამიტომ მე ხშირად მგონია, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ამ მომენტში, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგება გააზრების გარეშე,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიების გზავნილი იყოს თანმიმდევრული და მკაფიო. მისივე თქმით, უნდა მოხდეს პოლიტიკური აქტორების მიმართ საზოგადოებას ნდობის აღდგენა.

„რაც ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ, იყო მკაფიო გზავნილი, რომ ეს კანონი და პროდასავლური მომავალი შეუთავსებელია. იმისთვის, რომ ჩვენ დავუპირისპირდეთ ნიაღვარს, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის და მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი გზავნილი მიიტანონ, ეს გზავნილი უნდა იყოს თანმიმდევრული, მკაფიო და არა ურთიერთსაწინააღმდეგო. მაგალითად, იმის თქმა, „დღეს ჩვენ ამ რეჟიმს ვაიძულებთ, რომ გახდეს დემოკრატიული“, დიდი შეცდომაა. ეს ვერ მოხდება და ეს კვლავ აძლევს რეჟიმს ხავსს, რომელსაც ის მოეჭიდება. მეორე - ნდობა. პოლიტიკურ სუბიექტებს, სხვადასხვა დოზით დაკარგული აქვთ საზოგადოების ნდობა. ეს ნდობა არის ხელახლაა აღსადგენი,“ - აღნიშნა ბოკერიამ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს