ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ დამზადებული წინდები შეიძინა.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მოხმარდებათ.

მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სოციალური ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო - საგანმანათლებლო ცენტრის „განთიადი“ ბენეფიციარები მოინახულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიულოცეს და ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„განთიადის“ ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს წელს მეთორმეტედ აღნიშნავს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც ტრადიციულად აღნიშნავს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭრელი წინდების კამპანიას შევუერთდით. შევიძინეთ წინდები. ამ წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მოხმარდებათ. წელს გზავნილის - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ფარგლებში ვერთიანდებით. ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ თანასწორი გარემო, რათა დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია შევძლოთ. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე და ვისურვო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვროს, სადაც ქრომოსომებს არასდროს დაითვლიან“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში