CIU-ში თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია გაიმართა

21 მარტს CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროფესორის, მეცნიერის, მკვლევარისა და ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორის, თამაზ ჯოლოგუას საჯარო ლექცია გაიმართა.

კავკასიის უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ჟურნალისტიკის დაარსებისა და განვითარების ეტაპებზე. XIX საუკუნის ქართული პრესის როლსა და მნიშვნელობაზე.

მათივე ცნობით, ლექციის ბოლოს, მოეწყო ფილმის (დოკუმენტური სერიალი) „ერი და პრესა“ ჩვენება.

„ეს არის მოთხრობა ქართულენოვან პრესაზე, რომელმაც მოკლე ისტორიულ მონაკვეთში შეძლო რადიკალურად შეეცვალა ქართველების თვითშეფასება, კულტურული მოთხოვნილებები და წარმოდგენა გარესამყაროზე; როგორ დაიბადა გამომცემლობების, სტამბებისა და რედაქციების გაბოლილ ოთახებში თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თითქმის დაკარგული ეროვნული ერთობის განცდა და კრიტიკული აზრი”,- აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

შეხვედრის დასასრულს, კავკასიის სააერთაშორისო უნივერისტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებმა, სპიკერისგან მიიღეს როგორც, რჩევა-რეკომენდაციები ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, ისე ამომწურავი კითხვები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ