გიორგი ალადაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

თელავის ტექნოპარკში, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კახეთის რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწვეულ აუდიტორიას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა ქართული ჟურნალისტიკის შესახებ აუდიტორიას დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში კახეთის რეგიონის თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესიული კოლეჯის დირექტორმა, დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურისა და რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელებმა მიიღეს მონაწილეობა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს