თეა ახვლედიანმა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, დღესასწაული მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, თეა ახვლედიანი ქალაქ მარნეულს ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ესტუმრა და საქართველოს თანამოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო და მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი ეთნოკუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.

"დღეს მე მომეცა ქალაქ მარნეულში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობის შესაძლებლობა და პატივი, საიდანაც მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, მივულოცო გაზაფხულის შემოსვლის ეს ულამაზესი დღესასწაული, რომელიც საქართველოს მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური კულტურის ნაწილიც არის. ჩვენ უკვე მრავალი წელია ტრადიციად გვექცა ნოვრუზ ბაირამის ერთად აღნიშვნა, რაც წარმოაჩენს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსს შორის არსებულ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას, ასევე იმ ფასეულობებს და ტოლერანტულ გარემოს, რაც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურათა ურთიერთქმედებით ჩამოყალიბდა. სწორედ დღეს, ამ სიმბოლურ დღესასწაულზე, მსურს გამოვთქვა მტკიცე რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად ერთობით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყანაში ძლიერი საზოგადოება, განვამტკიცოთ მშვიდობა და აუცილებლად მივაღწევთ ერთად ჩვენს მთავარ მიზანს, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უხუცესებსაც შეხვდა. მარნეულის ჩაის სახლში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უხუცესებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ასევე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მარნეულში გამართულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა