ხათუნა სამნიძე - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხილვისას ვერც კი ბედავთ სექსუალური უმცირესობის და ლგბტ ადამიანის ხსენებას

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხილვისას ვერც კი ბედავთ სექსუალური უმცირესობის და ლგბტ ადამიანის ხსენებას. სექსუალური უმცირესობები ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ნახსენები უნდა იყოს , - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ 12 რეკომენდაციაშიც არის საუბარი და წარმოდგენილი სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესში.

„დოკუმენტებში ღიად წერია შინაარსობრივი შენიშვნები და წერია, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დოკუმენტში არ უნდა გაქრეს ფრაზები, როგორიცაა: „გენდერული იდენტობა“, „სექსუალური უმცირესობები“, „ლგბტ უფლებები“ - ამ ფრაზების გამეორებაც კი გიჭირთ, ეს არის იმდენად სახიფათო, იმდენად საშიში, რომ არც კი ვიცი, როგორ შევაფასო. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა შეფასების დროს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ავიწყდება, რომ ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე, ამ ქვეყანაში, დგანან სწორედ ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათ ეკრძალებათ შეკრების უფლებაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ ის იბრძოლებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ილაპარაკებს ლგბტ უფლებებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ხათუნა სამნიძე - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხილვისას ვერც კი ბედავთ სექსუალური უმცირესობის და ლგბტ ადამიანის ხსენებას

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხილვისას ვერც კი ბედავთ სექსუალური უმცირესობის და ლგბტ ადამიანის ხსენებას. სექსუალური უმცირესობები ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში ნახსენები უნდა იყოს , - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის“ განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ 12 რეკომენდაციაშიც არის საუბარი და წარმოდგენილი სტრატეგია საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის პროცესში.

„დოკუმენტებში ღიად წერია შინაარსობრივი შენიშვნები და წერია, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, დოკუმენტში არ უნდა გაქრეს ფრაზები, როგორიცაა: „გენდერული იდენტობა“, „სექსუალური უმცირესობები“, „ლგბტ უფლებები“ - ამ ფრაზების გამეორებაც კი გიჭირთ, ეს არის იმდენად სახიფათო, იმდენად საშიში, რომ არც კი ვიცი, როგორ შევაფასო. იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა შეფასების დროს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ავიწყდება, რომ ყველაზე მეტი საფრთხის წინაშე, ამ ქვეყანაში, დგანან სწორედ ეს ადამიანები, იმიტომ, რომ მათ ეკრძალებათ შეკრების უფლებაც, მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ ის იბრძოლებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ილაპარაკებს ლგბტ უფლებებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო