ტყიბულში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკარგული ახალგაზრდას ახლობლებმა განუცხადა, მათი მეგობარი 27 წლის ილია ფუტკარაძე სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, მობილური ტელეფონი კი გამორთული აქვს და ვერ უკავშირდებიან.
მათივე ინფორმაციით, ფაქტი სამართალდამცავებს უკვე აცნობეს და პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდნენ.