მამუკა მდინარაძე დეპუტატების დაპირისპირებაზე - რომ გითხრათ სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ ერთმანეთს, მოგატყუებთ, უსიამოვნო ინციდენტი იყო - ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც ქართველისთვის მძიმე ასატანია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპონენტებს შეურაცხყოფის მიყენება გაუადვილდათ, რაც ქართველი ადამიანისთვის მძიმე ასატან-მოსათმენია.

ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტსა და სიტყვიერ დაპირისპირებას, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ორმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ და ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლეს.

„რომ გითხრათ ახლა სპორტზე კამათობდნენ, შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს, მოგატყუებთ. უსიამოვნო ინციდენტი იყო, არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას [სხვას], რაც, განსაკუთრებით, ქართველი ადამიანისთვის, ქართველი კაცისთვის, არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. შეიძლება მითხრათ, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ, მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ - ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში, აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევებში კადრულობენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას