სერგო ჩიხლაძე - როგორც ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება ინტერპელაციაზე, სადაც პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი მოვა

როგორც ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება ინტერპელაციაზე, სადაც პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი მოვა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენას, მისი გუნდის წევრები დაესწრებიან.

"სხვა პარტიების მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე როგორც ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება ინტერპელაციაზე, სადაც პრემიერად წოდებული ღარიბაშვილი მოვა. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს" - "სტრატეგია აღმაშენებელი" ამ შეხვედრას დაესწრება. როგორც ვიცი, პირადად, გიორგი ვაშაძეს საზღვარგარეთ ორდღიანი ვიზიტი აქვს და ფიზიკურად თბილისში არ იქნება. დანარჩენი წევრები, ჩვენი როგორც ფრაქციის ასევე, პარტიის, რა თქმა უნდა, დაესწრებიან," - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, 24 მარტს მოუსმენენ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა