მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ენჯეოები“, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ეყრდნობა, ქართული საზოგადოებისთვის სანდო არ არიან

სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი პირით კი არ თქვა, არამედ დაწერა, რომ ესა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ასე - მახსენდება, სკოლაში დიდ ბიჭს რომ მოიყვანდნენ, ეს აბა ტყუილს ამბობსო? გვაშინებდნენ იმით, მაგრამ ასე არაა - თუ რაღაც სწორი არაა, უნდა თქვა, რომ სწორი არაა,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, NGO-ები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ეყრდნობა, ქართული საზოგადოებისთვის სანდო არაა.

„მან [სახელმწიფო დეპარტამენტმა] შემთხვევით კი არ გააკეთა ეს, თავისი პირით კი არ თქვა, არამედ დაწერა, რომ ესა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ასე. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერებს და დოკუმენტის შემდგენლებს ჩვენ ხომ არ ვასწავლით, როგორ გადმოსცენ, ასე გადაწყვიტეს მათ გადმოცემა.

გინდათ [ჟურნალისტებს], წარმოაჩინოთ, რომ ის რამდენიმე მდიდარი NGO სანდოა და ამიტომ ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი. მე კი გეუბნებით, რომ ქართული საზოგადოებისთვის ეს NGO-ები სანდო არ არიან, სანდო არც ჩემთვისაა, თუმცა მე, შესაძლოა, სუბიექტური ვიყო, ქართული საზოგადოებისთვის კი მაგალითად, გიგაური სანდო წყარო არაა.

მახსენდება, სკოლაში დიდ ბიჭს რომ მოიყვანდნენ, ეს აბა ტყუილს ამბობსო? გვაშინებდნენ იმით. ასე არაა - თუ რაღაც სწორი არაა, უნდა თქვა, რომ სწორი არაა. კომენტარები შეშინებულებმა კი არ უნდა ვაკეთოთ - "როგორ სახელმწიფო დეპარტამენტმა არა სანდო ორგანიზაციაზე დაყრდნობით გააკეთა?" „ისფედზე“ დაყრდნობით გაუკეთებია? ხომ გაუკეთებია?! ამ „ისფედმა“ გაგიყალბათ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით „გირჩის“ კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცუდია, როდესაც ქართული ჯარის პოპულარიზაციას უნდა ეწეოდე, სანაცვლოდ კი „საპირისპირო დინების მოქმედებას“ აორგანიზებ.

„როცა ჩვენი მიზანია ეროვნული იდენტობის შესახებ ყველაფერ ქართულს დაერქვას თავისი სახელი „ქართული“ და არა როგორც ესენი ცდილობენ, ყველაფერ ქართულს დაარქვან „რუსული“ და ამით ქართული წაშალონ, ეს არ არის მარტივი ამბავი. ასე ხდება ამ შემთხვევაშიც, როცა შენ, შენი ქართული ჯარის პოპულარიზაციას უნდა ეწეოდე, ახალგაზრდებს უნდა მოუწოდებდე, რომ ჩაერთონ ქართულ აქტივობებში, თავისი სამშობლოს დაცვის საქმეში, თავისი ჯარის გაძლიერების საქმეში, საპირისპირო დინების დაორგანიზება, ეროვნული დინების საწინააღმდეგო მოქმედება, ყოველთვის ცუდია. გასაგებია, რომ „გირჩის“ ამ ნაწილს ჰქონდა ფინანსური შემოსავალი, გაშარჟებული ჰქონდა ყველაფერი, მათ შორის ამ ჯარისგან თავის დახსნის საშუალებაში მეორე ცუდი მიზანი აღსრულდებოდა ხოლმე და ეს ცუდი მიზანი იყო ეკლესიის გაშარჟების მიზანი. ეკლესიის გაშარჟების მიზანსა და პატრიოტული ემოციების დაქვეითებას ერთად ვერ შევეგუებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს