გიორგი ვაშაძე მაკა ბოჭორიშვილს - არ გრცხვენია, კობახიძის, კალაძის და ყაველაშვილის ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას რომ აჟღერებ ევროკავშირთან მიმართებით? ასე როგორ დაეცი? ასე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს?

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრს, მაკა ბოჭორიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სწორედ "ქართული ოცნება" იყო, ვინც უარი თქვა საგანგებო სესიაზე, რათა ერთობლივად ეზრუნათ რეკომენდაციების შესრულებაზე.

აღნიშნულით ვაშაძე ბოჭორიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი პარტიის დეპუტატი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მას ურჩევს, „საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს“.

ვაშაძემ მაკა ბოჭორიშვილს შეახსენა, რომ პარლამენტში უმრავლესობა მის გუნდს აქვს და განაცხადა, რომ „ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არ გამოვა“.

„მაკა, ევრორეკომენდაციებს არ ასრულებს შენი ხელისუფლება! ერთი წელი გადის რეკომენდაციების მიღებიდან და მხოლოდ 1 რეკომენდაცია გაქვთ სრულად შესრულებული, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი!

მაკა, უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, ყველა ეს რეკომენდაცია მაქსიმუმ ერთ თვეში შეიძლება შეგესრულებინათ! ასე რომ, ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არ გამოვა, ამას არავინ ჭამს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ!

ან გგონია, რომ შენი ძალის მიერ დაინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელზეც ვენეციის კომისიის მკვეთრად ნეგატიური დასკვნა დაიდო, ან მართლმსაჯულების კანონი, რომელიც აბეტონებს კლანს სასამართლოში, რეკომენდაციების შესრულებად ჩაითვლება ევროკავშირის მიერ?

შენც ხომ კარგად იცი, რომ ორივე ეს კანონი თაღლითობაა, რაც ოლიგარქი ივანიშვილის და მისი კლანის გაძლიერებას ემსახურება და ევროკავშირში ეს ძალიან კარგად ესმით. როდემდე უნდა იტყუებოდე და „აპრავებდე“ რუსულ რეჟიმს და რუს ოლიგარქს?

მტკნარი სიცრუეა, რომ არ დავსწრებივარ ან არ მიმიღია მონაწილეობა რამე პროცესში, რაც წაადგებოდა 12 რეკომენდაციის შესრულებას!

სწორედ "ქართული ოცნება" იყო, ვინც უარი თქვა საგანგებო სესიაზე, რომ ერთობლივად გვეზრუნა რეკომენდაციების შესრულებაზე. სწორედ ოპოზიციამ შევიტანეთ პარლამენტში რეკომენდაციით გათვალისწინებული კანონპროექტები სასამართლოს, საარჩევნო თუ ანტიკორუფციული მიმართულებით. ყველა ინიციატივა დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“.

"ქართული ოცნება" იყო ის ძალა, რომელმაც ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ პარლამენტში და რომელიც გათვალისწინებულია, როგორც 19 აპრილის შეთანხმებით, ასევე 12 რეკომენდაციით.

რა, იტყვი, რომ ასე არ არის? ან რას გეუბნებიან ევროპაში, რომ კარგია რომ გადახიეთ 19 აპრილის შეთანხმება? იმედია, ასეთ ტყუილს არ იკადრებ (თუმცა რუსული რეჟიმის მსახურისგან არაფერი აღარ გამიკვირდება), ჩვენ ხომ კარგად ვიცით რასაც ამბობენ ამასთან დაკავშირებით როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებშიც!

მაკა, რატომ არ საუბრობ იმაზე, რომ ევრონესტის შეხვედრაზე როცა ვიყავით, ერთადერთი ვიყავი, ვინც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარებაზე საკითხი დავაყენე. "ქართული ოცნების" არც ერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოგიღიათ! მათ შორის არც შენ! მაკა, ცრუობ, როდესაც ამბობ, რომ მე ან ვინმე ჩვენი გუნდიდან არაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციისთვის! გაგახსენებ ( თუმცა ზუსტად ვიცი, რომ კარგად გახსოვს), რომ ჯერ კიდევ შარშან ევრორეკომენდაციების მიღებამდე, ზუსტად "სტრატეგია აღმაშენებლის" და პარტნიორი პარტიების ინცირებით მოხდა ალდეს რეზოლუციის მიღება, სადაც უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

სწორედ მე და ჩემი გუნდის წევრები ვიყავით, ვინც წარვადგინეთ ეს რეზოლუცია ალდეს კონგრესზე, რომელსაც ევროპის 40 ზე მეტი პარტია, ევროკავშირის 6 პრემიერი, და ასამდე პარლამენტარი ესწრებოდა. იგივე გავიმეორეთ ალდეს დეკემბრის სამიტზეც.

თქვენ რა გააკეთეთ ამ მიმართულებით? მიაღებინეთ თქვენს პარტნიორ სოციალ-დემოკრატებს მსგავსი რეზოლუცია? - არაფერი, სწორედ რომ არაფერი!

რაც შეეხება რუსულ რეჟიმს, ყველა ჩვენ პარტნიორში ჩამოყალიბდა ეს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, ძალა, რომელიც შეცდომებს კი არ უშვებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ მოზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად ამისა, ყველგან ჩემი გზავნილია, რომ ქართველი ერი იმსახურებს ევროკავშირსა და ნატოს! სწორედ ამის გამო გვინდა ის მილიონი ხელმოწერაც ევროკავშირისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დასტური იქნება, რომ ქართველი ხალხი ევროპისკენაა და სხვაგან არის "ქართული ოცნება".

სწორედ ამის გამო, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანებთან ერთად დავაორგანიზეთ ჩვენ, სამმა პარტიამ 24 თებერვლის სოლიდარობის აქცია, რათა დაგვენახებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო დგას ევროკავშირის და უკრაინის გვერდით, რომ "ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი სხვადასხვა მცნებებია!

და რა გააკეთე შენ ამ დროს? - რუსულ კანონს მიეცი ხმა!

რუსულ კანონზე ვეროკავშირის აზრი არ იცი? რას გეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რომ რა მაგარია რომ, რუსულ კანონს მიეცი ხმაო? კალაძის, ყაველაშვილის და კობახიძის ანტიდასავლურ, რუსულ პროპაგანდას რომ აჟღერებ ევროკავშირთან მიმართებაში არ გრცხვენია? ასე როგორ დაეცი? ასე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს? ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაინც არ იყო!

რაც შეეხება ჩემს მხარდამჭერებს, შენი პარტიისგან განსხვავებით, არავინ დამიტერორებია, არავის დავმუქრებივარ სამსახურიდან გათავისუფლებით ან სოციალური დახმარების მოხსნით და არავინ მომისყიდია.

თითოეული ხმა ჩემი და ჩემი გუნდის შრომის დამსახურებაა და შემდეგ არჩევნებში დიახაც, ვნახავთ სად გაისტუმრებს ქართველი ხალხი რუსულ რეჟიმს, რომელსაც შენ ემსახურები, ჩემო მაკა!“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიმართა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ვაშაძე ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ "საქართველოს სირცხვილია", რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ "რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა".

ბოჭორიშვილი ვაშაძეს ურჩევს, ვიდრე მისი შერცხვება, საკუთარ ქცევაზე დაფიქრდეს.

„გაუგებარია, რა დაინახეთ რუსული ჩემ ნათქვამში! ალბათ, რუსულ ტალღებზე ისე ხართ გადართული, ყველაფერი რუსულად გეჩვენებათ უკვე!“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო