ფოთში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქ ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მათივე ცნობით, გზავნილმა - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ღონისძიების ყველა მონაწილე გააერთიანა. 21 მარტის მთავარი გმირები ფერად და მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ - იცინეს, იცეკვეს და ბევრი ადამიანისთვის გასცეს სითბო.

ღონისძიებას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს განსაკუთრებული ემოციით აღვნიშნავთ. ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე“, - განაცხადა ფოთის მერმა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიციას“ კიდევ ერთხელ შეუერთდა. სოციალური საწარმო „ბაბალეს“ წინდებით მხიარული ფოტოსესია შედგა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის