ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

მათივე ცნობით, აქციის ფარგლებში ქ. ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა და დაზიანებული წიწვოვანი ნარგავების გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით „კრიხულას სანაპირო“ დასუფთავდა.

დასუფთავების აქცია კამპანია „ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება