რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები ხორციელდება

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარებს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე სრულდება.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე, დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

პროექტის მიხედვით, 3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, არმირებული ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებთან ერთად გაეცნო.

„გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა და სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ჩვენ ვაგრძელებთ როგორც არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს, ასევე ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობითვე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, უახლოეს მომავალში ლებანიძის ქუჩაზე დაიწყება. ამ ეტაპზე, გზის საფარისა და ტროტუარების რეაბილიტაცია 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა