კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას.

ჩვენი არაერთი მცდელობის - ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე უწყვეტად ვრცელდება, ასევე იცვლის გავრცელების წყაროს, რაც ართულებს ჩვენი რესურსით მასთან ბრძოლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა თაღლითობის შემცველი ფაქტების გამოძიების მიზნით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებამდე, ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ არ მოტყუვდნენ და არ ენდონ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს.

იყავით ყურადღებით და გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტეთ ანგარიში.

(R)

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“