ქუთაისში მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად საჯარო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის მერიის ორგანიზებით, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად, საჯარო შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, 2015 წელს საქართველო შეუერთდა გაეროს რეზოლუციას და მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განხორციელდეს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები. დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია, ეროვნულ სტრატეგიებში მათი ინტეგრაცია, ამოცანების შესრულების მონიტორინგი, პროგრესის შეფასებისა და ანგარიშგების სიტემის ჩამოყალიბება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია 18 მუნიციპალიტეტს შორის საქართველოში, რომელმაც მუშაობა დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე დასანერგად.

„დღეს გაიმართა საჯარო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის შესამუშავებლად. შეხვედრაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვისაუბრეთ ღიად და საჯაროდ, მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

განვიხილეთ მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების ადგილობრივ დონეზე დანერგვის საკითხები.

მომდევნო ეტაპზე, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შემუშავდება და ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცდება მდგრადი განვითარების მიზნების ქუთაისის მუნიციპალური დოკუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის გაწეული ძალისხმევის პარალელურად, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მდგრადი განვითრების დანერგვასა და ქალაქის სწორედ ამ მიმართულებით განვითარებაზე”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა