ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სოფელ მარტყოფს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათი ცნობით, მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა 350 ახალი წიგნით მომარაგდა. წიგნები სკოლა XXI საუკუნის School XXI Century-ის მხარდაჭერით შეგროვდა.
„1700 არ მოგესმათ, 1700 სოფელი მოვიარეთ უკვე. ამჯერად მეგობარი სკოლა XXI საუკუნე School XXI Century ამოგვიდგა გვერდით და მარტყოფში 350 ახალი წიგნი ჩავიტანეთ”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.