გორში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა

გორში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა

გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნა.

გორის მერიის ინფორმაციით, აქციები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე, მდინარეებისა და წყლის სხვა ობიექტების მიმდებარედ გაიმართა.

„ღონისძიებებში ჩაერთნენ საჯარო მოხელეები, მუნიციპალური ორგანიზაციები, მოსწავლეები და მოქალაქეები.

„აქტივობები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს" მიერ განხორციელებული კამპანიიის „ლურჯი ნაკადულის" ფარგლებში მოეწყო.

საქართველოში სულ 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველი წლის 22 მარტს აღინიშნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.