რუსთავის პროკურატურის წარმომადგენელმა, კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში,  მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, რუსთავის პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებთან ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრა. განხილულ იქნა დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, ასევე არსებული გამოწვევები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

„საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება