სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა

სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ ESGO-ს (European Society of Gynaecological Oncology), „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ აკრედიტაცია მიენიჭა.

ამ ნაბიჯით ESGO-ომ აღიარა, როგორც სამედიცინო ცენტრის სერვისების მაღალი ხარისხი ისე კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის და მასთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ევროპული სტანდარტებით ჩატარებული საკვერცხის კიბოს მკურნალობის წარმატებული შედეგები.

ESGO 1983 წელს იტალიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია ევროპის 30 ქვეყნის 1000-ზე მეტი ექიმი და მკვლევარი, რომლებიც მუშაობენ სიმსივნესთან ბრძოლის ახალ მეთოდოლოგიებზე, ატარებენ ონკო-გინეკოლოგიურ მნიშვნელოვან კვლევებს, აწესებენ მუშაობის მაღალ სტანდარტებსა და სააკრედიტაციო ნორმებს.

ირაკლი თოდუა - „ინოვას“ გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი:

„3 წლის განმავლობაში „ინოვამ“ ძალიან რთული გზა გაიარა „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ აკრედიტაცის მოსაპოვებლად. ამ ხნის განმავლობაში ESGO აკვირდებოდა კლინიკა „ინოვას“ მულტიდისციპლინური გუნდის მიღწევებს საკვერცხის კიბოს მკურნალობაში. ამ საზოგადოების წარმომადგენლები სკურპულოზურად შეისწავლიდნენ პაციენტის ჩვენებებს, შესრულებული ოპერაციების მასშტაბებს, მორფოლოგიური კვლევების შედეგებს, არჩეულ სამკურნალო ტაქტიკას. ამოწმებდნენ, რამდენად იყო დაცული ESGO-ს პროტოკოლები და მონიტორინგს უწევდნენ, თუ როგორ ხდებოდა დაავადების მართვა ერთიანი გუნდის მიერ. ამოწმებდნენ, რამდენად შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს „ინოვას“ ის ინფრასტრუქტურა, სადაც მიმდინარეობდა საკვერცხის კიბოს მკურნალობის პროცესი. მათ დაინახეს და შეაფასეს სამედიცინო პერსონალის - ქირურგების, რადიოლოგების, ქიმიოთერაპევტებისა და ლაბრატორიის თნამშრომლების პროფესიონალიზმი და მიიღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო გადაწყვეტილება - კლინიკა „ინოვას“ და მის ონკო-გინეკოლოგიურ, მულტიდისციპლინურ გუნდს საკვერცხის კიბოს მკურნალობაში მიღწეული შედეგებისთვის მიენიჭა „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ აკრედიტაცია და სერტიფიკატი.

ESGO აღჭურვილია აბსოლუტური ნდობით და მაღალი კომპეტენციის მქონე ლიდერია ყველა წარმატებული ევროპული ქვეყნისთვის. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული მედიკოსების მუშაობის პრინციპები ეტალონია იმ ექიმებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ ონკო-გინეკოლოგიაში ახალი მეთოდების ჩამოყალიბებასა და კვლევებზე.

მისი წევრია ყველა ის ცნობილი მეცნიერი, რომელიც დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს ონკო-გინეკოლოგიაში.“

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში ერთადერთია, რომელსაც ESGO-ს სერტიფიკატი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კლინიკის ევროპულ სამედიცინო სტანდარტებს.

(R)

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა