აჭარის მთავრობამ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით ტყის მდგრადი მართვის პროექტი დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW), გერმანიის ჰესენის მიწის სატყეო სააგენტოს და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს.

„ახალი პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ KfW-ს მეშვეობით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის სატყეო სააგენტოს მხარდაჭერას და ტყით მდგრადი სარგებლობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 7,5 მლნ ევროს შეადგენს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა აჭარაში სამომავლო პროექტების მხარდაჭერის შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?