ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ

სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.

უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 6 წარჩინებულ მოსწავლეს - ანა გელაშვილს, საბა გოგილიძეს, ნინო გოგოლაძეს, ნიკოლოზ ყრუაშვილს, კესო შარაბიძეს და დავით ცაგურიშვილს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის